დათო ჯოგიაშვილი

სავაჭრო ოპერაციების ოფიცერი

დათო ჯოგიაშვილი 2021 წლის აპრილში შემოუერთდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გუნდს და ამჟამად იკავებს სავაჭრო ოპერაციების ოფიცერიპოზიციას. დათო ამჟამად ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ენერგეტიკის მართვისა და მდგრადი განვითარების სამაგისტრო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია. 2015-2019 წლებში სწავლობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სადაც მიენიჭა ენერგეტიკის და ელექტროინჟინერიის საბაკალავრო ხარისხი. სწავლის განმავლობაში ორჯერ (2017-2018 წ) საქართველოს ენერეგეტიკოსებისა და ენერგეტიკის ვეტერანთა კავშირის მიერ დაჯილდოვდა ქების სიგელით, როგორც წარჩინებული სტუდენტი. წარჩინებული აკადემიური მოსწრებისთვის რამდენჯერმე გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი.

დათოს აქვს 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ენერგეტიკის სფეროში.  2019-2021 წლებში მუშაობდა  სს „თელასში“ ელექტროინჟინრის პოზიციაზე. 2020 წლის ოქტომბრიდან 6 თვის განმავლობაში უმცროს მკვლევარად მუშაობდა ანალიტიკურ ცენტრში „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ (WEG). 2020 წელს წარმატებით გაიარა USAID-ისა და  MTX Commodities-ის ტრენინგი ენერგეტიკულ ბაზარზე ვაჭრობისა და რისკების მართვის შესახებ.