დაიწყე ვაჭრობა

გახდი ბირჟის მონაწილე

ბირჟაზე ვაჭრობისათვის აუცილებელია ბირჟის მონაწილედ რეგისტრაცია. ბირჟის მონაწილედ რეგისტრაციისათვის აუცილებელი მოთხოვნებია:

  • პოტენციურ მონაწილეს უნდა ჰყავდეს კვალიფიციური სავაჭრო წარმომადგენელი, რომელიც მონაწილის სახელით ივაჭრებს ბირჟაზე
  • პოტენციურ მონაწილეს უნდა ჰქონდეს შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რომელიც აუცილებელია ვაჭრობისათვის
  • „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანების შესაბამისად, საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრაცია

პირმა, რომელიც აკმაყოფილებს მონაწილედ რეგისტრაციისათვის აუცილებელ მოთხოვნებს, რეგისტრაციის განცხადებით უნდა მიმართოს ბირჟის ოპერატორს. განცხადების შევსება შესაძლებელია რეგისტრაციის პორტალის მეშვეობით.

 


დღით ადრე და დღიური ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: mail@genex.ge, ან დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრა პლატფორმის მეშვეობით