აქციონერები
სააქციო საზოგადოება ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ 25%
ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორია. კომპანია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ფლობს და ექსპლუატაციას უწევს 3 550 კმ. სიგრძის ელექტროგადამცემ ხაზებსა და 93 ქვესადგურს. გადამცემ ქსელს მართავს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრი, ხოლო მის ტექნიკურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ექსპლუატაციის დეპარტამენტის 3 რეგიონული ფილიალი (აღმოსავლეთის, დასავლეთის და კახეთის რეგიონული ქსელები). სსე, ასევე, მართავს მეზობელ სახელმწიფოებთან დამაკავშირებელ ყველა ელექტროგადამცემ ხაზს. "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა" ამავდროულად წარმოადგენს საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორს.
სააქციო საზოგადოება "ელექტროენერგრტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი" 25%
წარმოადგენს საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციას. ესკოს მიერ საჯარო მომსახურების გაწევის მიზანია: განახლებადი ენერგიისა და გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულების მონაწილე მწარმოებლების მხარდაჭერა და მათ მიერ წარმოებული ელექტროენერგიის ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობა; უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლის მხარდაჭერა, შესასყიდი ელექტროენერგიის სტაბილური ფასით უზრუნველყოფითა და ორგანიზებულ ბაზარზე ინტეგრირების ხელშეწყობით; საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა) არსებული მომხმარებლების მიწოდების უსაფრთხოება, ორგანიზებულ ბაზარზე ელექტროენერგიის შესყიდვით.
სააქციო საზოგადოება "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია" 25%
მინიჭებული აქვს ნავთობის ეროვნული კომპანიის სტატუსი და იცავს სახელმწიფოს ინტერესებს ინვესტორებთან გაფორმებულ პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებებში. კორპორაცია, როგორც საქართველოს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის მფლობელი, წამყვან როლს ასრულებს სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ის ხელს უწყობს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ტრანსსასაზღვრო ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირების სისტემების შეუფერხებელ ფუნქციონირებას, რაც მნიშვნელოვნად ამაღლებს ქვეყნის, ევროკავშირისა და საერთაშორისო ენერგეტიკული ბაზრების უსაფრთხოებას მათი დივერსიფიცირების მეშვეობით.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "საქრთველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" 25%
წარმოადგენს ერთადერთ ლიცენზირებულ კომპანიას, ლიცენზიის მუდმივი ვადით, რაც ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელების უფლებას. კომპანია უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. სამუშაოები ტარდება მაღალი სტანდარტების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.