დაიწყე ვაჭრობა

ხშირად დასმული კითხვები

დიახ, შესაძლებელია. ბაზრის მონაწილეების მხრიდან ფასების ექსტრემალური არასტაბილურობის მდგომარეობის გადაზღვევისთვის სისტემა თავად განსაზღვრავს მინიმალური და მაქსიმალური ფასების ზღვრებს, რის ფარგლებშიც შესაძლებელია განაცხადების გათავსება (-200 დან 1000 ლარამდე მეგავატი / საათი). 

დღით ადრე ბაზრის ლიკვიდურობისათვის, ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება ბაზრის მონაწილესთან, რომელიც ყოველდღიურად მიიღებს მონაწილეობას ბაზარზე და განათავსებს განაცხადს განსაზღვრული რაოდენობის ელექტროენერგის გაყიდვაზე/შესყიდვაზე.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ორგანიზებული ბაზრების პირობებში დადგინდება საბაზრო, სამართლიანი ფასი. კონკრეტული დღის კონკრეტულს საათში ელექტროენერგიის საბაზრო ფასი დამოკიდებულია ელექტროენეგიის მოთხოვნაზე და მის მიწოდებაზე. არსებობს სხვადასხვა სახის მოდელები საბაზრო ფასის პროგნოზირებისათვის, თუმცა მათი სიზუსტე დამოკიდებულია მოთხოვნისა და მიწოდების სწორ პროგნოზირებაზე.

ბაზრის ყველა მონაწილე უნდა იყოს დაბალანსების ჯგუფის წევრი, რაც ნიშნავს მათ მიერ სისტემაში გამოწვეული უბალანსობისთვის შესაბამისი ფინანსური პასუხისმგებლობის დაკისრებას დაბალანზებაზე პასუხისმგებელი პირისათვის. გადამცემი სისტემის ოპერატური ორგანიზებას უწევს საბალანსო ბაზარს, რომელიც მოიაზრებს რეალურ დროში სისტემის დაბალანსებას და ნებისმიერი სახის უბალანსობის დროულ აღმოფხვრას. 

ბირჟაზე ვაჭრობა მოხდება საქართველოს ეროვნულ ვალუტაში - ლარში.

ბირჟაზე ვაჭრობისას, ბირჟის ოპერატორი არის ვაჭრობის შედეგად დადებული გარიგებების (დაკმაყოფილებული განაცხადების) მხარე. შესაბამისად, ფინანსური ანგარიშსწორების ფუნქციას ახორციელებს ბირჟის ოპერატორი.  

მოთხოვნისა და მიწოდების განაცხადების თანხვედრის შედეგად, ყალიბდება ბაზრის ერთიანი ფასი მომდევნო დღის თითოეული საათისთვის. გაანგარიშება ეფუძნება Euphemia ალგორითმს, რომელიც მიღებულია ევროპულ ბირჟებზე

ბირჟის მონაწილეს აქვს სულ მცირე ერთი პორტფელი, რომელიც მეშვეობითაც ახდენს ვაჭრობას. ერთი პორტფელში შეიძლება გაერთიანებული იყოს წარმოების ან/და მოხმარების რამდენიმე ობიექტი, ასევე, შესაძლებელია გამოყენებული იყოს სხვა საქმიანობის ფარგლებში ენერგიის შესყიდვის/გაყიდვის მიზნით.

 

საბითუმო ბაზარი მოიცავს შემდეგ სეგმენტებს:

დღით ადრე ბაზარი - საბითუმო ბაზრის ორგანიზებული სეგმენტი, სადაც ელექტროენერგიის ყიდვა -გაყიდვა ხორციელდება საათობრივად, ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების წინა დღეს;

დღიური ბაზარი - საბითუმო ბაზრის ორგანიზებული სეგმენტი, სადაც ელექტროენერგიის ყიდვა -გაყიდვა ხორციელდება განგრძობადი ვაჭრობის გზით, დღით ადრე ბაზრის დახურვის შემდეგ წარმოქმნილი გარიგებების საფუძველზე;

ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარი - ფიზიკური ან ფინანსური ხელშეკრულებების ბაზარი;

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარი - ელექტროენერგეტიკული სისტემის რეალურ დროში დაბალანსების მიზნით ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებული ბაზარი. დამხმარე მომსახურებებში მოიაზრება ელექტროენერგეტიკულ სისტემაზე დაშვებისა და ელექტროენერგიის გადამცემი ან /და გამანაწილებელი ქსელების ოპერირებისთვის აუცილებელი მომსახურება, მათ შორის, სიხშირის რეგულირება, ძაბვის კონტროლი და მიწოდების აღდგენა.