სავაჭრო წარმომადგენლების სერტიფიკაცია
''ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესების'' მე-13 მუხლის თანახმად, ბირჟაზე ბაზრის მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელს წარმატებით უნდა ჰქონდეს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა. “სენბის”, როგორც ბირჟის ოპერატორს, ევალება ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ორგანიზება, სისტემატურად, “ბაზრის წესებით" განსაზღვრული პერიოდულობით.
“სენბის” სერტიფიკაციის სამსახური აცნობიერებს სერტიფიკაციის პროცესში მიუკერძოებლობის მნიშვნელობას, მართავს ინტერესთა კონფლიქტს და უზრუნველყოფს მისი საქმიანობის ობიექტურობას.
გამოცდის თარიღის განსაზღვრის შემდეგ ინფორმაცია გამოქვეყნება სენბის ვებგვერდზე.
სერტიფიკაციის დოკუმენტები
- სერტიფიკაციის სახელმძღვანელო
- სერტიფიკაციის სქემა
- გამოცდაზე რეგისტრაციის განცხადება
- საგამოცდო მასალები
- რესერტიფიკაციის ფორმა
- გამოცდის წესები
რესერტიფიკაცია შეიძლება მოითხოვოს პირმა, რომელსაც გაუუქმდა სერტიფიკაცია. ამისათვის, მან განცხადებით უნდა მიმართოს სენბის სერტიფიკაციის სამსახურს.
კანდიდატს უფლება აქვს გაასაჩივროს სერტიფიკაციასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება, 1 კვირის ვადაში. “სენბის” სერტიფიკაციის სამსახური ვალდებულია 1 კვირის ვადაში განიხილოს საჩივარი და გაუგზავნოს კანდიდატს დასაბუთებული პასუხი. თუ განხილვის შედეგად მიიჩნევა, რომ კანდიდატს უნდა მიეცეს სერტიფიკატი, იმავე ვადაში გაიცემა სერტიფიკატიც.
ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს უფლება სამსახურს მიმართოს პრეტენზიით, რომელსაც “სენბის” სერტიფიკაციის სამსახური განიხილავს 1 კვირის ვადაში და განმცხადებელს აცნობებს დასაბუთებულ პასუხს.
2021 წლის 16 აპრილს, ბირჟაზე სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე გამოყენებული ტესტი