რატომ უნდა ივაჭრო ბირჟაზე
ბირჟა არის ელექტროენერგიის საბითუმო ბაზრის სეგმენტი, სადაც მონაწილეს შეუძლია გაყიდოს ან იყიდოს ელექტროენერგია მომდევნო (დღით ადრე ბაზარზე) და იმავე (დღიური ბაზარი) დღის კონკრეტული საათისათვის. ვაჭრობის ორგანიზებას ახდენს ბირჟის ოპერატორი, რომელიც ლიცენზირებულია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ. ბირჟის ოპერატორის საქმიანობის კონტროლს ახორციელებს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია.
ბირჟაზე ვაჭრობის უპირატესობები:
- იძლევა სავაჭრო პორტფელების ოპტიმიზების შესაძლებლობას. ბირჟაზე ვაჭრობით მონაწილეს შეუძლია მისი სავაჭრო პორტფელის დაბალანსება რეალურ დროსთან ახლოს ბაზარზე ან უბრალოდ მოახდინოს მისი ოპტიმიზაცია და ამ გზით გაზარდოს ვაჭრობით მიღებული სარგებელი
- ბირჟა მის მონაწილეებს სთავაზობს ვაჭრობას NordPool-ის პლატფორმაზე. ევროპის პირველი და დღეს უკვე ერთ-ერთი გამორჩეული და სანდო პლატფორმა. ბაზრის წონასწორობის წერტილის დადგენისათვის გამოიყენება ევროპული ბაზრების ინტეგრირების ალგორითმი (EUPHEMIA)
- ბირჟაზე ყალიბდება საორიენტაციო ფასი (Reference Price), რომელიც აძლევს სწორ საფასო სიგნალებს ახალ ინვესტორებს
- საშუალებას აძლევს მწარმოებლებს შევიდნენ ბაზარზე გრძელვადიანი ხელშეკრულებების გარეშე
- მუდმივი ტექნიკური დახმარება ბირჟის ოპერატორის მხრიდან, ვაჭრობისას რაიმე სახის ტექნიკური ხარვეზის შემთხვევაში
- ბირჟაზე ვაჭრობით, ენერგიის გამყიდველი დაზღვეულია ხელშეკრულების მხარის რისკისაგან. ბირჟაზე ელექტროენერგიის შემსყიდველი არის ბირჟის ოპერატორი და სწორეს მას ეკისრება პასუხისმგებლობა შესყიდული ელექტროენერგიის საფასური დროულად და სრულად გადახდაზე
- ბირჟაზე ივაჭრება საქართველოს მოთხოვნის >70%
- ბირჟაზე ივაჭრება სტანდარტული პროდუქტები