ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადება

ზოგადი დებულებები

01
1.1 ამ განცხადებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (შემდგომში – კომისია) 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებში“ (შემდგომში – ბაზრის წესები).
1.2 განმცხადებელი (კანდიდატი) არის საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ მიხედვით ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ რეგისტრირებული პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით განსაზღვრული მიზნით აქვს ბირჟაზე ვაჭრობის უფლება და, რომელიც, ითხოვს ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციას.
1.3 ბირჟის ოპერატორი არის კომისიის მიერ ლიცენზირებული საწარმო, რომელიც უზრუნველყოფს ბირჟის ოპერირებას.
1.4 ამ განცხადებაზე ბირჟის ოპერატორის თანხმობის (ხელმოწერის) შემთხვევაში, ეს განცხადება მიიჩნევა განმცხადებელსა და ბირჟის ოპერატორს შორის ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ დადებულ გარიგებად.
1.5 ბირჟის ოპერატორი და განმცხადებელი იღებენ ვალდებულებას, უზრუნველყონ მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობა.
1.6 განმცხადებელი ადასტურებს, რომ განცხადებაში მოცემული ინფორმაცია არის უტყუარი. განმცხადებელი პასუხისმგებელია არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოწვეულ ზიანზე.
1.7 ამ გარიგების რომელიმე დებულების ბათილად ან ძალადაკარგულად ცნობა არ იწვევს მთლიანი გარიგების ან მისი სხვა დებულებების ბათილობას ან ძალის დაკარგვას.
1.8 ამ გარიგებიდან წარმოშობილი ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
1.9 ბირჟაზე მონაწილეობის შესახებ გარიგება წყდება: ა) ბირჟაზე განმცხადებლის მონაწილეობის შეწყვეტით, ბაზრის წესების შესაბამისად; ბ) კომისიის მიერ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების ფორმაში არსებითი ხასიათის ცვლილებ(ებ)ის შეტანით ან ახალი ფორმის დამტკიცებით.

ინფორმაციული განმცხადებლის შესახებ

02
იურიდიული მისამართი
ფაქტობრივი მისამართი

საბითუმო ვაჭრობაში მონაწილეობა

03
აღნიშნულ სარეგისტრაციო განცხადებაზე ხელმოწერით განმცხადებელი ადასტურებს, რომ ის, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების“ შესაბამისად, რეგისტრირებულია საბითუმო ვაჭრობაში მონაწილედ და ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვას/გაყიდვას განახორციელებს იმ მიზნით, რომელიც გაცხადებულია წინამდებარე გარიგებაში. "

ინფორმაცია წარმომადგენლების შესახებ

სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენლები, ასევე პორტფელის დათვალიერებაზე უფლებამოსილი წარმომადგენლები

04

სახელი (ქართულად) გვარი (ქართულად) სახელი (ლათინური ასოებით) გვარი (ლათინური ასოებით) პირადი ნომერი მობილური ელ. ფოსტის მისამართი სერტიფიკატის უნიკალური კოდი

ინფორმაცია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი საკლირინგო
ანგარიშის/ანგარიშების შესახებ

05

საკლირინგო ანგარიშის ნომერი ბანკის დასახელება ბანკის კოდი ანგარიშის მფლობელის დასახელება ანგარიშის ნომერი ვალუტა

ინფორმაცია განმცხადებლის საკლირინგო წარმომადგენლების შესახებ

06

სახელი გვარი წვდომა რისკის ანგარიშზე წვდომა ანგარიშსწორების ანგარიშზე

ინფორმაცია განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი
პორტფელის/პორტფელების შესახებ

07
პორტფელის წარმომადგენელი/წარმომადგენლები
სახელი გვარი როლი

პორტფელის უნიკალური სახელწოდება საბითუმო ბაზარზე ვაჭრობისთვის მინიჭებული უნიკალური ნომერი სტატუსი და მიზანი წარმომადგენლის სახელი, გვარი და წარმომადგენლობის ტიპი დაკავშირებული საკლირინგო ანგარიში ბაზრის სეგმენტი

მხარეთა ვალდებულებები

08
8.1 ამ განცხადების წარდგენით განმცხადებელი იღებს ვალდებულებას, ბირჟის ოპერატორის მიერ მისი მონაწილედ რეგისტრაციის შემთხვევაში, შეასრულოს განცხადებაში არსებული პირობები და ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობა და ნავაჭრ ელექტროენერგიაზე ანგარიშსწორება აწარმოოს ბაზრის წესების მოთხოვნათა დაცვით.
8.2 ამ განცხადებაზე თანხმობით (ხელმოწერით), ბირჟის ოპერატორი იღებს ვალდებულებას, შეასრულოს განცხადებაში არსებული პირობები, მისცეს განმცხადებელს ბირჟაზე ელექტროენერგიით ვაჭრობის საშუალება ბაზრის წესების შესაბამისად და შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა სხვა ვალდებულება, რომელიც ბირჟის ოპერატორს ეკისრება მონაწილის მიმართ.

კომუნიკაცია და ინფორმაციის მიმოცვლა

09
9.1 მხარეები უფლებამოსილნი არიან დოკუმენტაციის მიმოცვლა განახორციელონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.
9.2 დოკუმენტაციის მიმოცვლის მიზნით განმცხადებლის ოფიციალური საკონტაქტო ელექტრონული ფოსტის მისამართი განსაზღვრულია ამ განცხადების 2.6 პუნქტში. ამავდროულად, ბირჟის ოპერატორი ინფორმაციის მიმოცვლის მიზნით კონტაქტობს სავაჭრო და საკლირინგო წარმომადგენლებთან, ბაზრის წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში.
9.3 დოკუმენტაციის მიმოცვლის მიზნით ბირჟის ოპერატორის საკონტაქტო ინფორმაცია განსაზღვრულია ბირჟის ოპერატორის მიერ დამტკიცებული „აუქციონის სისტემით მოსარგებლის გზამკვლევით“ და „კლირინგისა და ანგარიშსწორების სისტემის მომხმარებლის გზამკვლევით“ , ბაზრის წესების შესაბამისად.

კონფიდენციალური ინფორმაცია

10
10.1 განმცხადებელი მიიჩნევს, რომ გარდა ბაზრის წესებით გათვალისწინებული ინფორმაციისა, შემდეგი ინფორმაცია წარმოადგენს კონფიდენციალურ ინფორმაციას და ითხოვს ბირჟის ოპერატორის მხრიდან მის კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცვას (ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ინფორმაცია დაამატეთ ქვემოთ)

10.2განმცხადებელი აცნობიერებს, რომ:
10.2.1 კონფიდენციალურ ინფორმაციას არ წარმოადგენს ვაჭრობის ჯამური შედეგები და სხვა ინფორმაცია, რომელიც არ იძლევა მონაწილის იდენტიფიცირების საშუალებას, აგრეთვე, ინფორმაცია, რომელიც საჯაროა საქართველოს კანონმდებლობით;
10.2.2 საქართველოს მთავრობის, სამინისტროს, კომისიის და სხვა კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნის შემთხვევაში, აგრეთვე, კომისიის ნორმატიული აქტებით დადგენილ შემთხვევებში, ბირჟის ოპერატორი ვალდებულია, მიაწოდოს მას კონფიდენციალური ინფორმაცია. ასეთი ინფორმაციის მიწოდებისას, ბირჟის ოპერატორი უთითებს მონაწილის კონფიდენციალურ ინფორმაციაზე;
10.2.3 ბირჟის ოპერატორი უფლებამოსილია, კანონმდებლობის დაცვით გამოაქვეყნოს ინფორმაცია, რომლის კონფიდენციალურად ცნობაც არ არის მოთხოვნილი მონაწილის მიერ.

ანგარიშსწორება

11
11.1 ანგარიშსწორება ხორციელდება ბაზრის წესების, მათ შორის, ბირჟის ოპერატორის მიერ ბაზრის წესების შესაბამისად დამტკიცებული ინსტრუქციებისა და სახელმძღვანელოების მიხედვით.
11.2 ბირჟის ოპერატორისთვის გადასახდელი თანხის (მათ შორის, მომსახურების საფასურის) გადახდა უნდა განხორციელდეს მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვით. ინფორმაცია ბირჟის ოპერატორის საბანკო ანგარიშის/ანგარიშების და მათი დანიშნულების შესახებ გამოქვეყნებულია მის ვებგვერდზე.
11.3 ნავაჭრი ელექტროენერგიის ღირებულება მონაწილეს აუნაზღაურდება ამ განცხადებაში მითითებულ საბანკო ანგარიშზე/ანგარიშებზე.
11.4 ბირჟის ანგარიშზე არასაკმარისი თანხის ჩარიცხვის შემთხვევაში, პირველ რიგში იფარება დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი ვალდებულება, შემდეგ დაიფარება დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი ვალდებულება, რომლის შემდეგ დაიფარება ბირჟის ოპერატორის მომსახურების საფასური და სხვა ვალდებულებები ბირჟის ოპერატორის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
11.5 ბირჟის ოპერატორი მონაწილეს დაარიცხავს პირგასამტეხლოს ინვოისით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის გამო, გადასახდელი თანხის 0.05%-ის ოდენობით, თითოეული ვადაგადაცილებული დღისათვის.
11.6 მხარეები უფლებამოსილნი არიან გაქვითონ ვადამოსული ვალდებულებები და ანგარიშსწორება აწარმოონ მხოლოდ სხვაობაზე.

განცხადების დანართები

12
12.1 წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
12.2 ბირჟის მოთხოვნილ სეგმენტზე/სეგმენტებზე რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
12.3 ბირჟის მოთხოვნილ სეგმენტზე/სეგმენტებზე დამატებითი პორტფელის რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მხარეთა ხელმოწერა

13

განმცხადებელი: