დაიწყე ვაჭრობა

სატესტო რეჟიმი

 

  მიმდინარე სატესტო ვაჭრობა

მიმდინარე სატესტო რეჟიმში ვაჭრობა მიმდინარეობს ყოველდღიურად. სატესტო რეჟიმში ვაჭრობა ხდება როგორც დღით ადრე ბაზარზე, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე. სატესტო რეჟიმში მონაწილეობენ ის საწარმოები, რომლებიც დარეგისტრირებულები არიან დაბალანსების ჯგუფში. სატესტო რეჟიმის მონაწილეების ვაჭრობენ მათი მოთხოვნისა და მიწოდების რეალური პროგნოზების გათვალსწინებით.

 

  დაგეგმე შეხვედრა სენბისთან

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმის მონაწილეებთან მართავს ინდივიდუალურ შეხვედრებს მათთვის საინტერესო საკითხების განხილვის მიზნით. თუ გსურთ სენბისთვან ონლაინ შეხვედრის დაჯავშნა, გთხოვთ შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა. შეხვედრის ეფექტიანად ჩატარების მიზნით, გთხოვთ მიუთითოთ ის საკითხები, რომელთა განხილვის მიზნით გსურთ შეხვედრა.

გაითვალისწინეთ, რომ შეხვედრები ორგანიზება ხდება ყოველ ოთხშაბათს და პარასკევს, 11:00-დან 15:00 საათამდე

 

  სატესტო რეჟიმში მონაწილეობა

თუ არ ხართ დღით ადრე ბაზრის სატესტო რეჟიმის მონაწილე და გსურთ იყოთ ჩართული პროცესში, რეგისტრაციისათვის უნდა მიმართოთ სენბის, ელექტრონული ფოსტის მისამართზე mail@genex.ge