თეონა შაკაია

ბაზრის ანალიტიკოსი

თეონა შაკაია საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გუნდს 2022 წლის აგვისტოში შეუერთდა და ამჟამად იკავებს ბაზრის ანალიტიკოსის პოზიციას. თეონა ფლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრის ხარისხსა და ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მაგისტრის ხარისხს ეკონომიკაში. ამასთანავე, Erasmus+ პროგრამით თეონამ ერთი სასწავლო სემესტრი გაატარა საფრანგეთში, Clermont Auvergne-ის უნივერსიტეტში. 2021 წელს თეონამ გაიარა საზაფხულო სტაჟირება ეროვნული ბანკის ზედამხედველობის დეპარტამენტში. მაღალი აკადემიური მოსწრების შედეგად, თეონა იყო ლექტორის ასისტენტი ISET-ის მაგისტრატურის პირველკურსელებთან. 2022 წელს ის დაესწრო სწავლების კურსებ პრაღაში, სადაც მას მიანიჭეს გრანტი, რის შედეგადაც ის აგრძელებს ISET-ის ბაკალავრებისთვის ეკონომიკის სწავლებას.