< სენბი

სიახლეები

ბირჟაზე პირველი ვაჭრობის დღისთვის მომზადება

განახლდა 2023 წლის 21 ივნისს

 

მნიშვნელოვანი თარიღები ბირჟზე ვაჭრობის პირველ დღესთან დაკავშირებით

ბირჟაზე რეგისტრაციის და სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების მოთხოვნის ბოლო ვადა

2023 წლის 16 ივნისი.

მონაწილის მიერ მის მომსახურე ბანკთან გარანტიის პირობების შეთანხმება

2023 წლის 15 ივნისი

მონაწილის მიერ გარანტიის წარმოდგენის ბოლო ვადა

2023 წლის 28 ივნისი

ბირჟის მომსახურების წლიური მომსახურების საფასურის გადახდის ბოლო ვადა

სენბის მიწოდებული ინვოისის შესაბამისად

დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე

2023 წლის 30 ივნისი

დღიურ ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე

2023 წლის 30 ივნისი

დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისად პირველი ინვოისის გამოწერა

2023 წლის 30 ივნისი

ახალი ბაზრის მოდელში ფიზიკური მიწოდების პირველი დღე

2023 წლის 1 ივლისი

დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისად პირველი ინვოისის გამოწერა

2023 წლის 2 ივლისი

 

 

საბალანსო ბაზარზე რეგისტრაცია

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზარზე რეგისტრაცია ხდება მის ოპერატორთან, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასთან“. საბითუმო ბაზარზე (ორმხრივი ხელშეკრულებით, ბირჟაზე) ვაჭრობის დაწყებამდე, აუცილებელია დაბალანსების ჯგუფის შექმნა და მასზე პასუხისმგებელი პირის განსაზღვრა.

საბალანსო დამხმარე მომსახურებების ბაზარზე რეგისტრაციის მიზნით მიმართეთ საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას.

 

ბირჟის მონაწილედ რეგისტრაცია

ბირჟაზე ვაჭრობა შეუძლიათ მხოლოდ იმ პირებს, რომლების რეგისტრირებული არიან ბირჟის მონაწილედ. რეგისტრაცია ხდება ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად (მე-11 და მე-12 მუხლები). რეგისტრაციის განცხადების შევსება ხდება საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბი) ვებგვერდის მეშვეობით. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების შევსებისა და წარდგენის წესი გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე.

ბირჟის მონაწილედ რეგისტრაცია ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ დადგენილების 72 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზრის მონაწილედ რეგისტრაციის მიზნით განცხადებების მიღების პროცესი ჩერდება დღით ადრე ბაზრის ამოქმედების  თარიღამდე სამი კვირით ადრე. შესაბამისად, რეგისტრაციის მიზნით მომართვა უნდა განხორციელდეს არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისისა.

 

ბირჟის მონაწილეების სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილება

ის პირები, რომლებიც უკვე რეგისტრირებული არიან ბირჟის მონაწილედ, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილნი არიან მოითხოვონ რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანა. ცვლილების შეტანა ხდება ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად - მონაწილე სენბის ვებგვერდზე განაახლებს რეგისტრაციის ფორმას და წარმოადგენს სენბიში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განცხადების შევსებისა და წარდგენის წესის შესაბამისად.

ცვლილების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა, პირველადი რეგისტრაციის მსგავსად, არის არაუგვიანეს 2023 წლის 16 ივნისისა.

რეგისტრირებულ მონაწილეებს მათ მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე, რეგისტრაციის მომენტში მიღებული აქვთ უნიკალური ბმული, რითაც შესაძლებელია წარმოდგენილი განცხადების კორექტირება. ბმულის ხელმიუწვდომლობის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ სენბის.

 

მონაწილეობის წლიური საფასურების გადახდა

ბაზრის წესები ითვალისწინებს რეგისტრაციის განცხადებასთან ერთად წლიური მომსახურების საფასურის გადახდას და შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენის ვალდებულებას. მიუხედავად წესებით განსაზღვრული ამ ვალდებულებისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (კომისია) ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ დადგენილებით (მე-4 მუხლი მე-3 პუნქტი), მონაწილეებს არ მოეთხოვებათ აღნიშნული საფასურის გადახდა ბაზრის ამოქმედების თარიღამდე არაუადრეს 7 დღისა (არაუადრეს 2023 წლის 23 ივნისისა).

შესაბამისად, ყველა მონაწილე, მიუხედავად მისი რეგისტრაციის თარიღისა, ვალდებულია სენბის მიერ მიწოდების ინვოისის შესაბამისად გადაიხადოს: 

წლიური საფასური ბირჟაზე დაშვებისთვის, რაც მოიცავს ბირჟის შესაბამის სეგმენტზე ერთი პორტფელის რეგისტრაციის საფასურს (დღგ-ის გარეშე) და შეადგენს:

    • ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე დაშვებისათვის - 6 000 ლარს/წელი;
    • ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე დაშვებისათვის 2 000 ლარს/წელი.

წლიური საფასური დამატებითი პორტფელის მომსახურებისთვის (სურვილის შემთხვევაში, რომელიც შეადგენს:

    • ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე - 500 ლარს/წელი;
    • ელექტროენერგიის დღიურ ბაზარზე - 500 ლარს/წელი.

საფასურების გადახდა ხდება სენბის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სენბის ბაზრების მონაწილეებისათვის ფინანსური ანგარიშსწორების  წესის (სექცია D) შესაბამისად, ამავე დოკუმენტში მოცემული ანგარიშის ნომერზე შესაბამისი თანხის ჩარიცხვის გზით:

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

ბანკის დასახელება სს "თიბისი ბანკი"

მიმღები სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“

SWIFT TBCBGE22

IBAN GE85TB7434736030100004.

კომისიის მიერ დადგენილი სენბის მომსახურების საფასურები გამოქვეყნებულია სენბის ვეგვერდზე.

 

მონაწილის სავაჭრო წარმომადგენელი

მონაწილე (იურიდიული პირი) ბირჟაზე ვაჭრობს მისი სავაჭრო წარმომადგენლის მეშვეობით. ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების (მე-14 მუხლი) შესაბამისად, სავაჭრო წარმომადგენელი შესაძლებელია იყოს პირი, რომელსაც წარმატებით აქვს ჩაბარებული ბირჟის ოპერატორის მიერ ორგანიზებული გამოცდა (გავლილი ჰქონდეს სერტიფიკაცია) ენერგეტიკულ ბირჟაზე ვაჭრობაში.  

სერტიფიცირებული სავაჭრო წარმომადგენლების სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სენბის ვებგვერდზე.

მომდევნო გამოცდა დაგეგმილია 2023 წლის 15 ივნისს. დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი გამოცდის შესახებ იხილეთ სენბის ვებგვერდზე.

 

გარანტიის წარმოდგენა

ბირჟაზე მოვაჭრეთათვის, რომელთაც სურთ ისეთი ტრანზაქციის შესრულება, რომლის შედეგად მათ შეიძლება წარმოეშვათ ფინანსური ვალდებულება სენბის წინაშე (იყიდონ ენერგია დადებით ფასად ან გაყიდონ ენერგია უარყოფით ფასად), აუცილებელია გარანტიის წარმოდგენა. ბირჟაზე ვაჭრობაზე მოქმედებს სავაჭრო ლიმიტები, რომლის თანახმადაც, მონაწილე ვერ შეძლებს ვაჭრობის განაცხადის განთავსებას, თუ წარმოდგენილი გარანტია შესაძლოა არ აღმოჩნდეს საკმარისი მიმდინარე და მოსალოდნელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად. დეტალები იხილეთ ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 50-ე მუხლში.

შესაბამისად, ვაჭრობამდე აუცილებელია შესაბამისი გარანტიის (ფინანსური უზრუნველყოფის საშუალების) წარმოდგენა. ბაზრის წესების შესაბამისად, სენბის მიერ დადგენილია გარანტიის მიმართ მოთხოვნები, რომელიც ასევე გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე. დოკუმენტში მოცემულია მოთხოვნები გარანტიის გამცემის მიმართ და, ასევე, ხელმისაწვდომი გარანტიის საშუალებები. სენბის მიერ ასევე დამტკიცებულია:

იმისათვის, რათა თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი მოულოდნელობა, გთხოვთ, გარანტიები წარმოადგინოთ არაუგვიანეს 2023 წლის 28 ივნისისა.

ამავდროულად, მიუხედავად იმისა, რომ გარანტიის წარმოდგენა შესაძლოა მოხდეს მოგვიანებით, იმისათვის, რომ გარანტიის წარმოდგენასა და სენბის მიერ მის დადასტურებაში არ შეიქმნას რაიმე შეფერხება, გთხოვთ, 2023 წლის 15 ივნისამდე უზრუნველყოთ თქვენ მომსახურე ბანკთან გარანტიის პირობების შეთანხმება სენბის მიერ დამტკიცებული მოთხოვნების შესაბამისად. სასურველია, თქვენი მომსახურე ბანკი დაუკავშირდეს სენბის დეტალების შეთანხმების მიზნით.

 

ბირჟაზე ვაჭრობა

ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებ დადგენილების შესაბამისად, რეგისტრირებული მონაწილეების სავაჭრო წარმომადგენლებს დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობისათვის პლატფორმაზე დაშვება მიეცემათ პირველი მიწოდების დღემდე 1 კვირით ადრე (23 ივნისიდან).

იმისთვის, რომ პირველი ვაჭრობის დღეს თავიდან იქნეს აცილებული ყოველგვარი მოულოდნელობა, როგორიცაა პრობლემა განაცხადის განთავსებისას, გთხოვთ, დღით ადრე ბაზარზე განაცხადები განათავსოთ პირველი აუქციონის დღემდე სულ მცირე 3 დღით ადრე (28 ივნისამდე), განთავსებული განაცხადის ცვლილება შესაძლებელია ნებისმიერ დროს, აუქციონის დახურვამდე (30 ივნისი, 12:00 CET).

დღიურ ბაზარზე ვაჭრობა შესაძლებელი იქნება 30 ივნისის 13:00 (CET) საათიდან.

 

შიდა ინფორმაციის პლატფორმაზე რეგისტრაცია

შიდა ინფორმაციის პლატფორმაზე ხდება შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება. ინფორმაციის გამოქვეყნების ვალდებულება, ისევე როგორ ამ ინფორმაციის შინაარსი, განსაზღვრულია ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგის წესებით.

შიდა ინფორმაციის გამოქვეყნება ხდება სენბის შიდა ინფორმაციის პლატფორმაზე. პლატფორმაზე რეგისტრაციის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ამავე პლატფორმაზე.

 

ბირჟაზე ვაჭრობასთან დაკავშირებული რეგულაციები

რეგულაციების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ სენბის ვებგვერდზე. საქართველოს კანონმდებლობა განსაზღვრავს ზოგად წესებს, ხოლო სენბის დოკუმენტებში მოცემულია დეტალური გზამკვლევები და ინსტრუქციები.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში:

იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ დამატებითი კითხვები, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

    • ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით: settlement@genex.ge
    • რეგისტრაციასთან დაკავშირებით: support@genex.ge
    • ტელეფონის ნომერზე: +995 32 205 45 88

ასევე, შეგიძლიათ სენბის მიერ გამოყოფილ დღეებზე ავტომატურად დანიშნოთ ონლაინ შეხვედრა შეხვედრის მოთხოვნის გვერდის მეშვეობით.