სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან, სენბი პერიოდულად ატარებს სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდას.
მომდევნო გამოცდა ჩატარდება 2023 წლის 15 ივნისს, 11:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას N1 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა). გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს ''სენბის'' ელ.ფოსტის მისამართზე (mail@genex.ge). კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.
სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.
გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 9 ივნისის ჩათვლით. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.
განცხადების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ რეგისტრაციის შესახებ დასტურს, ან ინფორმაციას ხარვეზიანი განცხადების შესახებ.