< სენბი

სიახლეები

სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან, სენბი პერიოდულად ატარებს სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდას.      

მომდევნო გამოცდა ჩატარდება 7 აპრილს, 12:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას N1 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა). გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს ''სენბის'' ელ.ფოსტის მისამართზე (mail@genex.ge). კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.  

სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.

გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 3 აპრილის ჩათვლით. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.

განცხადების წარმოდგენიდან 1 სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ რეგისტრაციის შესახებ დასტურს, ან ინფორმაციას ხარვეზიანი განცხადების შესახებ.