< სენბი

სიახლეები

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის შეთანხმებებს ხელი მოეწერა

2022 წლის 31 მარტს საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და ნორდ პულს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და ოპერირების შესახებ შეთანხმებებს. საქართველოს დღით ადრე და დღიური ბაზრები ნორდ პულის მომსახურე ბაზრები გახდნენ.  

მხარეები თანხმდებიან  დღით ადრე და დღიური ბაზრების შექმნისა და ფუნქციონირების საკითხებში თანამშრომლობაზე. შეთანხმებებით განსაზღვრულია, რომ ქართული ბაზრის ოპერირება განხორციელდება ნორდ პულის მიერ ოპერირებული სკანდინავიური / ბალტიისპირეთის ბაზრების ძირითადი პრინციპების შესაბამისად, ევროკავშირის სამიზნე მოდელის მიხედვით.