< სენბი

სიახლეები

2021 წლის 1 ივლისამდე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2020 წლის  12 ნოემბრის #58 დადგენილებით დაამტკიცა ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები 

დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს. დადგენილება მოიცავს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლის განხორციელების ვალდებულება დაკისრებული აქვთ:

  • დღით ადრე და დღიური ბაზრის (ბირჟის) ოპერატორს
  • საბალანსო და დამხმარე მომასახურებების ბაზის ოპერატორს
  • სისტემის ოპერატორებს
  • საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს

 

2021 წლის 1 ივლისიდან დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყების მიზნით საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბის) და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

 

 

  სენბიმ კომისიას არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა უნდა წარუდგინოს:

 

  • დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის შედეგად შემუშავებული დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ბირჟაზე მონაწილედ რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმა - დამტკიცების მიზნით.
  • დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტროენერგიის ფასისა და რაოდენობის, ასევე, განაცხადების რაოდენობის ტექნიკური ზღვრები - შესათანხმებლად.
  • დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაცის შედეგად და დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 32-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად შემუშავებული ლიკვიდურობის ხელშეწყობის თაობაზე ხელშეკრულების სტანდარტული პირობები და მონაწილეთა შერჩევის პროცედურა - დამტკიცების მიზნით.

 

 

სენბი ასევე ვალდებულია:

 

  • 2021 წლის პირველი აპრილიდან 30 ივნისამდე პერიოდში, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი სენბის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
  • უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამის რეესტრშიდღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხოლო, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები.
  • არაუგვიანეს 2021 წლის პირველი მაისისა, საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს იმ ელექტროენერგეტიკული საწარმოების სია, რომელთაც კონცეფციის თანახმად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება.

 

 

  სენბი არ არის უფლებამოსილი:

 

  • 2021 წლის 30 ივნისამდე მონაწილეს მოსთხოვოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

 

 

  ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ვალდებულებები:

 

ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, 2021 წლის 23 ივნისამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე  ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად.

 

 

  დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე:

 

  • 2021 წლის პირველ ივლისს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2021 წლის 30 ივნისსდღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად.
  • ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2021 წლის 30 ივნისისა უზრუნველყონ  ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად.

 

 


გარდამავალი ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვების არსებობის შემთხვევაში მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: mail@genex.ge, ან დაგეგმეთ ონლაინ შეხვედრა პლატფორმის მეშვეობით