შეხვედრა ბირჟაზე წარსადგენ გარანტიებთან და ფინანსურ ანგარიშსწრორებასთან დაკავშირებით
2024 წლის 27 ივნისს, 11:00 საათზე გიამართება შეხვედრა ბირჟაზე წარსადგენ გარანტიებთან და ფინანსურ ანგარიშსწრორებასთან დაკავშირებით. შეხვედრა გაიმართება ონლაინ ფორმატში. შეხვედრაზე დასასწრებად მიჰყევით ბმულს Join the meeting now
„ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებით“ ბირჟაზე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მონაწილე ბირჟის ოპერატორს წაურდგენს ამავე წესების VI თავით და „გარანტიის მიმართ მოთხოვნებით“ განსაზღვრულ გარანტიას. სწორედ წარმოდგენილი გარანტიის მეშვეობით ხდება მონაწილის სავაჭრო ლიმიტის გამოთვლა, რის ფარგლებშიც იგი შეძლებს ბირჟაზე ვაჭრობას.
მონაწილეს გარანტიის წარდგენა შუძლია ყოველი სამუშაო დღის 09:00 საათამდე (ცენტრალური ევროპული დროით, CET), ინფორმაციის მიმოცვლის „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ფინანსური ინსტიტუტის კვალიფიციური ელექტრონული შტამპით ან ხელმოწერით: ელექტრონულ ფოსტაზე - settlement@genex.ge ; ან წერილობითი ფორმით მისამართზე - ქ.თბილისი, 0102, კ. ხეთაგუროვის 36.
მონაწილეს ბირჟაზე გარანტიის წარდგენა შეუძლია:
- დეპოზიტის სახით - „გარანტიის მიმართ მოთხოვნებში“ მოცემული “დეპოზიტის წერილის” ბირჟის ოპერატორისთვის გაგზავნის შემდგომ, სენბის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა. არსებული ვალდებულების დეპოზიტით დაფარვის შემთხვევაში, მონაწილეს არ დაეკისრება პირგასამტეხლო.
- მესამე პირის მიერ ვალდებულების შესრულების სახით.
- ბანკის მიერ გაცემული გარანტიის სახით:
-
- საბანკო გარანტია - უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული გამოუთხოვადი საბანკო გარანტია, რომლის ბენეფიციარიც არის სენბი და რომელიც შეესაბამისობაშია „გარანტიის მიმართ მოთხოვნებთან“ და „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის წესებთან.
- სარეზერვო აკრედიტივი - საბანკო გარანტიისგან განსხვავებით უპირატესია იმით, რომ მისი განაღდება უფრო მოკლე ვადაშია შესაძლებელი, შესაბამისად განაღდების შემთხვევაში მონაწილეს ნაკლები პირგასამტეხლო დაეკისრება.
ბირჟაზე ფინანსური ანგარიშსწორება დასაშვებია ფაქტორინგის მეშვეობითაც. ფაქტორინგის მომსახურების მიმართ არსებული მოთხოვნები და პირობები შეგიძლიათ იხილოთ „ფინანსური ანგარიშსწორების წესში მონაწილეთათვის“. იმ შემთხვევაში თუ გაქვთ სურვილი ბირჟაზე ანგარიშსწორება ფაქტორინგის მეშვეობით აწარმოოთ, გთხოვთ აცნობოთ თქვენს მომსახურე ბანკს აღნიშნულის შესახებ და სთხოვოთ რომ დაგვიკავშირდნენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
გარანტიებთან ან მათი წარდგენის პროცესთან, ასევე ფინანსურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით კითხვებით შეგიძლიათ მოგვმართოთ:
- ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: settlement@genex.ge
- ტელეფონის ნომერზე : +995 32 205 45 88