სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან, სავაჭრო წარმომადგენლების სერტიფიკაციის მიზნით, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა უზრუნველყოფს გამოცდის ორგანიზებასა და ჩატარებას.
გვსურს გაცნობოთ, მომდევნო გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 24 ნოემბერს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში (მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას N1 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა).
გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს სენბის ელ.ფოსტის მისამართზე - certification@genex.ge
გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2026 წლის 18 ნოემბერი.
კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) და პირადობის დამადასტურებელი (ID) დოკუმენტი წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს სრულად.
სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.
განცხადების წარმოდგენიდან ერთი სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ რეგისტრაციის შესახებ დასტურს, ან ინფორმაციას ხარვეზიანი განცხადების შესახებ. ასეთი შეტყობინების მიუღებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სენბის: +995 32 205 45 88