< სენბი

სიახლეები

სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან, სენბი პერიოდულად ატარებს სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდას.      

მომდევნო გამოცდა ჩატარდება 2022 წლის 20 დეკემბერს, 12:00 საათზე. გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს ''სენბის'' ელ.ფოსტის მისამართზე (mail@genex.ge). კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.  

სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.

დეკემბრის თვის გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2022 წლის 12 დეკემბერი. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.