< სენბი

სიახლეები

სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან, სენბი პერიოდულად ატარებს სავაჭრო წარმომადგენლების გამოცდას.      

მომდევნო გამოცდა ჩატარდება 15 დეკემბერს, 11:00 საათზე. გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს ''სენბის'' ელ.ფოსტის მისამართზე (mail@genex.ge). კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.  

დეკემბრის თვის გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 9 დეკემბერი. აქვე შეგახსენებთ, რომ გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.