< სენბი

სიახლეები

საკანონდებლო ცვლილებების გაცნობის მიზნით, დაინტერესებულ მხარეებთან შეხვედრა გაიმართა

2021 წლის 21 ოქტომბერს საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა, რომელიც მიზნად ისახავდა დაინტერესებული პირებისთვის საკანონმდებლო აქტებში ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გაზიარებას. 

ბირჟის ოპერატორის წარმომადგენლებმა, მონაწილეებთან ერთად, განიხილეს ბაზრის წესებში ცვლილებებისა და  ბირჟაზე რეგისტრაციის განცხადების ფორმის ცვლილების პროექტები.

შეხვედრა გაიმართა ინტერაქტიულ რეჟიმში, სადაც მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ დაესვათ კითხვები და წარედგინათ მოსაზრებები განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. 

შეხვედრას ესწრებოდნენ როგორც გადამცემი, გამანაწილებელი, ელ. ენერგიის მწარმოებელი თუ მომხმარებელი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები, ასევე სხვა დაინტერესებული პირები.