< სენბი

სიახლეები

ტრენინგი ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზარზე

2022 წლის 23 მარტს გაიმართა შეხვედრა-ტრენინგი ბაზრის პოტენციურ მონაწილეებთან ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის საკითხებზე. შეხვედრის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის წარმომადგენლებთან ერთად განხილულ იქნა:

  • სენბის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე ვაჭრობის წესები;
  • სენბის ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადება;
  • ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმაზე მონაწილეობის შესახებ ხელშეკრულება.

შეხვედრა ჩატარდა ონლაინ ფორმატში, სენბის წარმოადგენლებთან ერთად, მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ ემსჯელათ მათთვის საინტერესო საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ „ელექტროენერგიის  ბაზრის მოდელის კონცეფციის“ შესაბამისად, „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ (სენბი) ახორციელებს ფიზიკური ორმხრივი ხელშეკრულებების (ფორვარდული) ბაზრის ჩამოყალიბებას.