< სენბი

სიახლეები

დღიური ბაზარი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა

2023 წლის 13 თებერვლიდან დღიური ბაზარი სატესტო რეჟიმში ამოქმედდა. 

დღიური ბაზრის სიმულაციურ ვაჭრობაში დარეგისტრირებულია და მონაწილეობს 15 -მდე კომპანია. სატესტო რეჟიმში მონაწილეების რეგისტრაცია უწყვეტად მიმდინარეობს.

დღიური ბაზრის სიმულაციაში მონაწილეობით, რეალური ბაზრის პოტენციურ მონაწილეებს, საშუალება აქვთ განივითარონ დღიური ბაზრის პლატფორმაზე მუშაობის უნარ-ჩვევები და გამოსცადონ ვაჭრობის განსხვავებული სტრატეგიები.

ბირჟის ოპერატორმა შეიმუშავა და გამოაქვეყნა დღიური ბაზრის მომხმარებლის გზამკვლევი, დოკუმენტი ხელმისაწვდომია სენბის ვებ-გვერდზე, სენბის დოკუმენტების სივრცეში: https://genex.ge/ka/Regulations?category=1&list=10&discussion=false