< სენბი

სიახლეები

ბირჟაზე ვაჭრობის პირველი კვირის შეფასება

2024 წლის 1 ივლისს დღით ადრე ბაზარზე პირველი აუქციონი ჩატარდა. პირველი კვირის განმავლობაში დარეგისტრირდა 6 მონაწილე.

დღით ადრე ბაზრზე, საათობრივად, შეთავაზებული იყო როგორც ყიდვის, ასევე გაყიდვის განაცხადები.  დღიურ ბაზრზე კი, მონაწილეებმა, მხოლოდ ცალკეულ დღეებში სცადეს ელექტროენერგიის გაყიდვა.  

პირველი კვირა მონაწილეებისთვის იყო ვაჭრობის ახალი შესაძლებლობების გამოცდის პერიოდი. ბირჟის ოპერატორი აკვირდებოდა მცირე ცვლილებებს შეთავაზებების სტრატეგიებში, რომელიც, შესაძლოა, უკავშირდებოდეს ივლისის თვეში ფასის ცვლილების მოლოდინს. 

დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობის პირველ კვირასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს