სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო
მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან , სავაჭრო წარმომადგენლების სერტიფიკაციის მიზნით, სენბი უზრუნველყოფს გამოცდის ორგანიზებასა და ჩატარებას.
გვსურს გაცნობოთ, მომდევნო გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 19 დეკემბერი, 11:00 საათზე
საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.
მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას N1 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა).
გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ ხელმოწერილი
''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის შესახებ განცხადების”
ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს სენბის ელ.ფოსტის მისამართზე - certification@genex.ge
კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) და პირადობის დამადასტურებელი (ID) დოკუმენტი
წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს სრულად.
სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.
გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 10 დეკემბერი.
გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევეინგლისურ ენაზე.
განცხადების წარმოდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში
მიიღებთ რეგისტრაციის შესახებ დასტურს, ან ინფორმაციას ხარვეზიანი განცხადების შესახებ.
ასეთი შეტყობინების მიუღებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სენბის ცხელ ხაზს.