< სენბი

სიახლეები

სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაცია დაიწყო

როგორც მოგეხსენებათ, 2021 წლის აპრილიდან , სავაჭრო წარმომადგენლების სერტიფიკაციის მიზნით, სენბი უზრუნველყოფს გამოცდის ორგანიზებასა და ჩატარებას.       

გვსურს გაცნობოთ, მომდევნო გამოცდა ჩატარდება 2025 წლის 15 ივლისს, 11:00 საათზე საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში.

მისამართი: ა.პოლიტკოვსკაიას N1 (ყოფილი ჯიქიას ქუჩა). 

გამოცდაზე რეგისტრაციისთვის, თითოეულმა გამოსაცდელმა კანდიდატმა შევსებული/ ხელმოწერილი ''სავაჭრო წარმომადგენლის გამოცდაზე რეგისტრაციის ესახებ განცხადების” ელექტრონული ვერსია (PDF ფორმატში) უნდა გამოაგზავნოს სენბის ელ.ფოსტის მისამართზე - mail@genex.ge

კანდიდატი ვალდებულია ხელმოწერილი განცხადება (ორიგინალი) და პირადობის დამადასტურებელი (ID) დოკუმენტი წარმოადგინოს გამოცდის დღეს საგამოცდო ცენტრში.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გამოცდაზე არ დაიშვება პირი, რომელიც არ წარმოადგენს ზემოაღნიშნულ დოკუმენტებს სრულად.   

სერტიფიკაციის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სენბის ვებგვერდზე.

გამოცდაზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2025 წლის 09 ივლისი. გამოცდის ჩაბარება შესაძლებელია როგორც ქართულ, ასევე, ინგლისურ ენაზე.

განცხადების წარმოდგენიდან ორი სამუშაო დღის ვადაში მიიღებთ რეგისტრაციის შესახებ დასტურს, ან ინფორმაციას ხარვეზიანი განცხადების შესახებ. ასეთი შეტყობინების მიუღებლობის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით სენბის ცხელ ხაზს.