< სენბი

სიახლეები

დღიურ ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობა იწყება

საქართველოს ენერგეტიკულმა ბირჟამ დაიწყო მზადება ელექტროენერგიის დღიური ბაზრის გაშვებისათვის. ამ მიზნით, 2023 წლის 13 თებერვლიდან დაიწყება სატესტო ვაჭრობა პლატფორმაზე. ვაჭრობის დაწყებამდე, 2023 წლის 7 თებერვალს, 15:00 საათზე გაიმართება ტრენინგი, სადაც გაგაცნობთ:

  • დღიურ ბაზარზე ვაჭრობის მარეგულირებელ ძირითად ნორმებს;
  • დღიურ ბაზარზე ფასწარმოქმნისა და  ფასის შეთავაზების პრინციპებს;
  • დღიური ბაზრის პლატფორმას და მომხმარებლის გზამკვლევს;
  • სიმულაციური ვაჭრობისათვის მომზადების ეტაპებს (განცხადების წარმოდგენა, რეგისტრაცია).

 

ტრენინგი ჩატარდება ონლაინ MS Teams პლატფორმის მეშვეობით. დამსწრეებს გთხოვთ, შემოსვლისას მიუთითოთ თქვენი სახელი, გვარი და საწარმო, რომელსაც წარმოადგენთ (ასეთის არსებობის შემთხვევაში). ტრენინგის სავარაუდო ხანგრძლივობა 2.5 საათი.

 

ტრენინგზე დასწრებისათვის მიჰყევით ბმულს:   Click here to join the meeting