< სენბი

სიახლეები

ცვლილებები ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში

2022 წლის 29 აგვისტოს ცვლილებები შევიდა 2020 წლის 16 აპრილის „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №246 დადგენილებაში.

მათ შორის, ცვლილებები შეეხო ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების გახსნის თარიღებს.

კონცეფციის მიხედვით, დღით ადრე ბაზრის გახსნის თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 31 მარტი. ბირჟის ოპერატორმა დღიური ბაზრის დანერგვა და ოპერირება კი უნდა უზრუნველყოს არაუგვიანეს 2023 წლის 30 ივნისისა. 

კონცეფციის დეტალურად სანახავად მიჰყევით ბმულს