< სენბი

სიახლეები

2022 წლის 1 მარტამდე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებები

 

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ 2021 წლის  28 დეკემბრის #61 დადგენილებით ცვლილებები შეიტანა  „ელექტროენერგიის სექტორში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების დამტკიცების შესახებკომისიის 2020 წლის 12 ნოემბრის №58 დადგენილებაში 

შეგახსენებთ, რომ დადგენილება განსაზღვრავს ელექტროენერგიის სექტორში, მათ შორის, ელექტროენერგიის საბითუმო და საცალო ბაზრებზე განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების შინაარსს, ფორმას, ამ ღონისძიებების განხორციელების ვადებსა და პასუხისმგებელ სუბიექტებს. დადგენილება მოიცავს გარდამავალ ღონისძიებებს, რომლის განხორციელების ვალდებულება დაკისრებული აქვთ:

  • დღით ადრე და დღიური ბაზრის (ბირჟის) ოპერატორს
  • საბალანსო და დამხმარე მომასახურებების ბაზის ოპერატორს
  • სისტემის ოპერატორებს
  • საჯარო მომსახურების გამწევ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს

2022 წლის 1-ლი მარტიდან დღით ადრე ბაზრის ოპერირების დაწყების მიზნით საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის (სენბის) და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები

სენბი ვალდებულია:

  • 2021 წლის პირველი აპრილიდან 2022 წლის 28 თებერვლამდე პერიოდში, მონაწილის სავაჭრო წარმომადგენლის კვალიფიკაციის შეფასების მიზნით, უზრუნველყოს ბირჟაზე ვაჭრობაში გამოცდის ჩატარება, სულ მცირე, სამ თვეში ერთხელ მაინც. თითოეული გამოცდის ჩატარების ზუსტი თარიღი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის ვებგვერდზე უნდა გამოქვეყნდეს წინასწარ, გამოცდის ჩატარებამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე;
  • უზრუნველყოს დღით ადრე ბაზრის მონაწილეთა რეგისტრაცია შესაბამის რეესტრში და  საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნოს მონაწილეთა სია და მათი საიდენტიფიკაციო კოდები;

სენბი არ არის უფლებამოსილი:

  • 2022 წლის 21 თებერვლამდე მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების 54- მუხლის შესაბამისად გადახდისუნარიანობაზე ინფორმაციის მიწოდება;
  • 2022 წლის 21 თებერვლამდე   მოსთხოვოს მონაწილეს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის მე-5 პუნქტისქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაწილედ რეგისტრაციის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა.

ელექტროენერგეტიკულ საწარმოთა ვალდებულებები:

  • ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორთან 2022 წლის 31 იანვრამდე უნდა დარეგისტრირდნენ დღით ადრე  ბაზრის მონაწილეებად, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მე-12 მუხლის შესაბამისად;

 დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის პირველი დღე:

  • 2022 წლის პირველ მარტს ელექტროენერგიის ფიზიკური მიწოდების უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე ბაზარზე ელექტრონერგიით ვაჭრობა განხორციელდეს 2022 წლის 28 თებერვალს, დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების შესაბამისად;
  • ის ელექტროენერგეტიკული საწარმოები, რომელთაც, კონცეფციის შესაბამისად, ეკისრებათ დღით ადრე ბაზარზე ვაჭრობის ვალდებულება, ვალდებული არიან, არაუგვიანეს 2022 წლის 28 თებერვლისა უზრუნველყონ  ელექტროენერგიის ყიდვაზე ან გაყიდვაზე განაცხადების წარდგენა დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების მოთხოვნების შესაბამისად;
  • პირველ დღეს ვაჭრობის უზრუნველყოფისთვის, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორი ვალდებულია, უზრუნველყოს დღით ადრე და დღიური ბაზრების წესებითა და გარდამავალი დებულებების შესახებ კომისიის დადგენილებით გათვალისწინებული ყველა აუცილებელი ღონისძიების, მათ შორისგარანტიასთან დაკავშირებული ღონისძიებების, განხორციელება.