ნინო ჩიხრაძე
ბაზრის ანალიტიკოსი
ნინო ჩიხრაძე 2022 წლის აგვისტოში შემოუერთდა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის გუნდს და ამჟამად იკავებს მარკეტის ანალიტიკოსის პოზიციას. ნინო 2018-2022 წლებში სწავლობდა ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) საბაკალავრო პროგრამაზე. წარჩინებული აკადემიური მოსწრებისათვის რამდენჯერმე გახდა პრეზიდენტის სტიპენდიანტი. ნინოს ასევე წარმატებით აქვს გავლილი CERGE-EI-ის კურსი ენერგიისა და გარემოს ეკონომიკაში.
ერთი წლის განმავლობაში, ენერგეტიკული ბირჟის გუნდთან შემოერთებამდე, ნინო ფინანსური ბაზრის ანალიტიკოსად მუშაობდა კრიპტო ინდუსტრიაში. CryptX-ში ნინოს არაერთი კრიპტო პროექტი აქვს შესწავლილი.