ეკა ლოლუა
გენერალური მდივანი
ეკა ლოლუა არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დოქტორანტი. ეკა ფლობს კავკასიის უნივერსიტეტის ბაკალავრისა და მაგისტრის აკადემიურ ხარისხებს სამართალმცოდნეობაში. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სწავლობდა ევროპული სწავლების უნივერსიტეტსა და ფედერალიზმის სწავლების ცენტრში (UIES, იტალია), ბრიუსელის ვრიჯეს უნივერსიტეტში (VUB, ბელგია), ევროპის საჯარო ადმინისტრირების ინსტიტუტში (EIPA, ლუქსემბურგი), ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯში (ESDC) და HarvardX პროგრამაზე.
ეკა ლოლუას აქვს 10-ზე მეტ წლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების საკითხებზე (ევროკავშირის CIB პროექტი). 2016-2018 წწ. იკავებდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის განყოფილების უფროსის პოზიციას. 2018 წლიდან შპს ენერგოტრანსში იყო იურიდიული მრჩეველი საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ფორმირების პროექტში, 2019-2020 წწ. მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში იურისტის პოზიციაზე და მონაწილეობდა ელექტროენერგეტიკული ბაზრის რეფორმირების პროცესში. სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობისას, ეკა ლოლუა ჩართული იყო ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ დაფინანსებული პროექტების მართვაში.
ეკა ლოლუა არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი, ევროკავშირის სამართალის მიმართულებით.