< სენბი

სიახლეები

ცვლილებები ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში

საქართველოს მთავრობის #89 დადგენილებით 2022 წლის 28 თებერვალს ცვლილებები შევიდა  „ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის # 246 დადგენილებაში. 

დღით ადრე და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერირების დაწყებისთვის განისაზღვრა 2022 წლის პირველი სექტემბერი, შესაბამისად, ცვლილებების შედეგად დაკორექტირდა სამიზნე მოდელზე ეტაპობრივი გადასვლისთვის მოსამზადებელი ღონისძიებების ვადები.

რაც შეეხება დღიური ბაზრის პლატფორმის ოპერირების უზრუნველყოფას - ბოლო ვადად განისაზღვრა 2022 წლის პირველი დეკემბერი.