< სენბი

სიახლეები

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟისა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლობა

საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასა და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი დაიდო.

მემორანდუმი მიზნად ისახავს სენბისთვის სავაჭრო პლატფორმისა და  ყველა იმ თანმდევი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდებას,  რომელიც საჭიროა გამჭვირვალე და კონკურენტული ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის ჩამოყალიბებისთვის.