< სენბი

სიახლეები

ორმხრივი ხელშეკრულების პლატფორმაზე რეგისტრაცია

სენბი ბირჟის ოპერირების გარდა ასევე ადმინისტრირებას უწევს ორმხრივი ხელშეკრულებების პლატფორმას.

პლატფორმის ოპერირების დაწყება დაგეგმილია 2021 წლის 1 სექტემბრიდან. პლატფორმაზე ვაჭრობის წესები და რეგისტრაციის განცხადების ფორმა გამოქვეყნებულია სენბის ვებგვერდზე. რეგისტრაციისთვის აუცილებელია კომპანიის წარმომადგენელთან შეთანმხების გაფომება, რომლის სარეკომენდაციო ფორმა მოცემულია ამ ბმულზე. ორმხრივი ხელშეკრულების პლატფრმაზე ვაჭრობისათვის არ მოითხოვება წარმომადგენლის სერტიფიცირება.

2022 წლის 16-18 აგვისტოს დაგეგმილია პრაქტიკული ტრენინგი პლატფორმაზე ვაჭრობასთან დაკავშირებით. ტრენინგში მონაწილეობის უფლება ექნებათ მხოლოდ იმ პირებს, რომლებიც დარეგისტრირდებიან სენბის მიერ ადმინისტრირებული ორმხრივი ხელშეკრულებების ბაზრის მონაწილედ. პლატფორმაზე რეგისტრაცია ყველა პირისათვის არის ნებაყოფლობითი.

ვაჭრობის წესებით პლატფორმით სარგებლობისთვის დადგენილია კვარტალური საფასური 900 ლარის ოდენობით, რომლის გადახდისათვის ვადა არის 24 აგვისტომდე.

თუ გაქვთ სურვილი, ორმხრივი ხელშეკრულების დასადებად გამოიყენოთ სენბის პლატფორმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ განცხადება რეგისტრაციის შესახებ 2022 წლის 12 აგვისტოს ჩათვლით. რეგისტრაციის წარდგენის წესი მოცემულია ვაჭრობის წესების მე-3 მუხლში. რეგისტრაციის პროცესი შეჩერდება 2022 წლის 1 სექტემბრამდე. ამ ეტაპზე 1 მონაწილისთვის/კომპანიისთვის დაშვებულია 1 წარმომადგენლის ყოლა (მიუხედავად ერთი წარმომადგნელისა, ტრენინგებზე დაიშვება კომპანიის ერთზე მეტი თანამშრომელი).

2022 წლის 12-15 აგვისტოს დაგეგმილია მონაწილეთა მოწყობილობებზე სიმულაციისათვის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, რათა ეფექტიანად შეძლოთ ვაჭრობაში მონაწილეობა. ტექნიკური დეტალების მიწოდება მოხდება რეგისტრირებული მონაწილეებისათვის.

 

მომსახურების საფასურის გადახდა ხდება სენბის მიერ ამ მიზნით განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე. გადახდისას დანიშნულებაში უნდა მიეთითოს შემდეგი ინფორმაცია: მომსახურების სახე/სახეები.

   მიმღები სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“   

   საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები:

   ბანკის დასახელება სს "თიბისი ბანკი"

   IBAN GE85TB7434736030100004