< სენბი

სიახლეები

ბირჟაზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა

 

გაცნობებთ, რომ ბირჟაზე რეგისტრაციისათვის განცხადებების წარმოდგენის ვადა გაგრძელდა 2022 წლის 12 აგვისტოს 18:00 ჩათვლით.

შესაბამისად, პირებმა, ვისაც სურს ელექტროენერგიით ივაჭრონ ბირჟაზე პირველი სექტემბრიდან, მიმდინარე წლის 12 აგვისტოს 18:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ ბირჟაზე რეგისტრაციის განცხადების შევსებული ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ სატესტო რეჟიმში პლატფორმაზე რეგისტრაცია მონაწილეს არ აძლევს საშუალება ივაჭროს რეალურ ბაზარზე. რეალურ ბაზარზე/პლატფორმაზე ვაჭრობის მიზნით რეგისტრაცია უნდა განხორციელდეს ბაზრის წესებით დადგენილი წესით.

რეგისტრაციის განცხადების შევსება ხდება სენბის სარეგისტრაციო პორტალის მეშვეობით. განცხადებისა და თანდართული დოკუმენტების წარმოდგენა ხდება განცხადების შევსებისა და წარდგენის წესით განსაზღვრული წესით. მონაწილის წარმოამდგენელთან შეთანხმების სარეკომენდაციო ფორმა შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

ბაზრის ამოქმედების შემდგომ რეგისტრაცია განხორციელდება ბაზრების წესების შესაბამისად.

 

ამ ეტაპზე რეგისტრაციის საფასური არ გადაიხდება. აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით ბაზრის ამოქმედებამდე 1 კვირით ადრე მაინც.

რეგისტრირებულ მონაწილეებს ელექტროენერგიის ყიდვის/გაყიდვის განაცხადის განთავსება შეეძლებათ 17 აგვისტოდან.

ბირჟაზე პირველი აუქციონი გაიმართება 31 აგვისტოს, პირველი სექტემბრის ფიზიკური მიწოდებისათვის.

 

აქვე შეგახსენებთ, რომ ელექტროენერგიის ყიდვაზე განაცხადის განსათავსებლად აუცილებელია განაცხადში მოცემული რაოდენობისა და ფასის შესაბამისი გარანტიის წარმოდგენა, არაუგვიანეს აუქციონის დღის 9 საათისა, ცენტრალური ევროპის დროით (საქართველოს დროით 11 სთ), თუმცა რეკომენდებულია განაცხადების განთავსება და ამისათვის საჭირო გარანტიის წარმოდგენა აუქციონის დღემდე გონივრული პერიოდით ადრე, რათა შესაძლებელი იყოს შესძლო ხარვეზის დროულად აღმოფხვრა. გარანტიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომისიის 2020 წლის 11 აგვისტოს №46 დადგენილებით დამტკიცებული „ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წესების“ 48-ე-50-ე მუხლებში, ხოლო გარანტიის ფორმები, მოთხოვნები და ფინანსური ანგარიშსწორების ინსტრუქცია - სენბის ვებგვერდზე.

 

ბირჟაზე ვაჭრობის მიზნით მონაწილეებისათვის განსაზღვრული დეტალური გეგმა შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ბმულზე.

 

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ.