< სენბი

სიახლეები

სენბი ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის წევრი გახდა

საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა ენერგეტიკული ბირჟების ასოციაციის (Association of Power Exchanges – APEx) წევრი გახდა. 

APEx არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც შექმნილია ელექტროენერგიის გლობალური კონკურენტუნარიანი ბაზრების ფუნქციონირების პროცესში, იდეების გენერირებისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებისთვის.  APEx-ის მთავარ მიზანს წარმოადგენს მის წევრებს შესთავაზოს ისეთი პლატფორმა,  რომლის მეშვეობითაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით ხელი შეუწყონ მსოფლიო ენერგეტიკული ბირჟების განვითარებას.   

ასოციაცია აერთიანებს სხვადასხვა ქვეყნის 50-მდე ენერგეტიკული ბაზრის წარმომადგენელს.