< სენბი

სიახლეები

სენბისა და ნორდ პულის ერთობლივი პრეს-რელიზი

 

           

 

სენბისა და ნორდ პულის თანამშრომლობით საქართველოში ელექტროენერგიის ბირჟა გაიხსნა

„ნორდ პულმა“, ევროპული ელექტროენერგეტიკულმა ბაზრის ოპერატორმა, სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟასთან“ (სენბი) ერთად, წარმატებით გახსნა საქართველოში პირველი ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზარი.

ბაზარი, რომელიც 2024 წლის ივლისში გაიხსნა, „ნორდ პულსა“ (ევრონექსთის კომპანია) და სენბის შორის არსებული თანამშრომლობის შედეგია, რომელიც ითვალისწინებს „ნორდ პულის“ მიერ ელექტროენერგიით ვაჭრობის ორგანიზებისათვის საჭირო მომსახურებების, მათ შორის სხვდასხვა საკვანძო სისტემების მიწოდებას.

ბაზრის ახალი სეგმენტის გახსნასთან დაკავშირებით „ნორდ პულის“ აღმასრულებლმა დირექტორმა, ტომ დარელმა განაცხადა: „ნორდ პულის“ გუნდი მჭიდროდ თანამშრომლობს ჩვენს პარტნიორ სენბისთან, რათა დაეხმაროს მას ელექტროენერგიის ვაჭრობის თანამედროვე, ეფექტიანი, გამჭვირვალე და უსაფრთხო შესაძლებლობების განვითარებაში. ჩვენ ვამაყობთ, რომ ევროპაში ახლად შექმნილ ბაზრებზე ვაფართოებთ ჩვენ მემკვიდრეობას, ცოდნასა და ტექნოლოგიას.

სენბის გენერალურმა დირექტორმა, ირაკლი გალდავამ დაამატა: “ეს ღირსშესანიშნავი სიახლეა საქართველოს ენერგეტიკული ბაზრისთვის, რადგან ჩვენ კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ მეტად ლიბერალიზაციისკენ. საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების წარმატებული გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ენერგეტიკული სექტორისთვის. ახალი ბაზარი ქმნის რეალურ შესაძლებლობას მონაწილეებისთვის, პირველად ივაჭრონ სენბის პლათფორმაზე.“

პრეს-რელიზის ორიგინალი რედაქციის სანახავად მიჰყევით ბმულს